პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ხატია დეკანოიძის შვილმა ენმ-ს კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა

Nusagi

ექსპერტი ირაკლი ლატარია “ნაციონალური მოძრაობიდან“ დიდი თანხის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ლატარია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პარტიის კუთვნილი თანხები ხატია დეკანოიძის შვილმა მოიპარა.

“დიდი არეულობაა ნაციონალურ მოძრაობაში. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა.” – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია.

მისივე ინფორმაციით, “ახლა ნაცმძრაობის ლიდერები დეკანოიძეს, ხოლო დეკანოიძე თავის შვილს კატეგორიულად სთხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რაც თავადაც ხვდებით, როგორი საქმეა ახლა ნაცებისთვის და განსაკუთრებით მელიასთვის ყველა კაპიკს აქვს მნიშვნელობა, რადგან სააკაშვილმა მას ფინანსური წყაროები გადაუკეტა, ამიტომ რთულად წარმოსადგენია, რომ დეკანოიძის ვაჟს პარტიის ფულის აწაპვნა შეარჩინონ,” – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

ხატია დეკანოიძე ირაკლი ლატარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იდიოტიზმს უწოდებს და ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, დეკანოიძის შვილი თორ­ნი­კე კო­პა­ლე­იშ­ვილი 2017 წელს დააკავეს. მას ბრა­ლად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა ედე­ბოდა. კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ე.წ. MDMI-ის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის გა­მო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: