უცხოური მედია

ლუიზიანას შტატში ქარიშხალი იდა მძვინვარებს

Nusagi

ლუიზიანას შტატს ქარიშხალმა იდამ გადაუარა, რის შედეგადაც მილიონამდე ადამიანი უშუქოდ დარჩა.

ქარიშხლის მიზეზით, ლუიზიანაში მდინარემ მისისიპი მიმართულება შეიცვალა და 2,1 მეტრით ადიდდა. ძლიერმა ქარმა და დინების შეცვლამ საფრთხე შეუქმნა ახლომდებარე რაიონებს.

ქარის სიჩქარე შეადგენს 58 მ/წმ-ს, ფესვებიანად გლეჯს ხეებს, გაწყვეტილია გადამცემი ხაზები, სახლების ნაწილი კი სახურავის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი ქარიშხლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ქარის სიძლიერე დღის განმავლობაში შესუსტდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა განკარგულება გასცა, „ამოქმედდეს ქვეყნის მთელი სიძლიერე“ , რათა აღმოიფხვრას სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგები. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: