ex-sticky პოლიტიკა

სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს და არა მესამის

Nusagi

მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება “მესამე ძალის” შექმნის დაანონსებას, სადაც “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე  იქნება.

მისი თქმით, მეტი შანსი მაშინ არსებობს, როცა მიზანი პირველობაა.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, ადამიანები ახლა იკრებენ ღონეს და ერთად დავაკვირდეთ, არჩევნებზე როგორი მოღონიერებული იქნებიან. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო ჩემს კოლეგებს. ყველა თამაშში შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებ. ჩვენ ჯერ თამაში საერთოდ არ ვიცით, რადგან ყველა პარტია ბიუროკრატიული საბუთების შეგროვებით არის დაკავებული. ჯობს, თამაშს დავაკვირდეთ,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: