ex-sticky მედიცინა

ახალი მუტაციის გამოჩენამ შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი “ინფექციონისტი”

Nusagi

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნა­ზე წერს და გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს, თუ რო­გორ ჩნდე­ბა ვირუ­სის ახა­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბი:

“ახა­ლი მუ­ტა­ცი­ის გა­მო­ჩე­ნამ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, შე­იძ­ლე­ბა ისევ აა­ლა­პა­რა­კოს ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და მათი მომ­ხრე ქარ­თვე­ლი “ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი”, რომ ამ შტა­მე­ბის უკან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ვაქ­ცი­ნა­ცია, ამი­ტომ რა­მო­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა, სა­ნამ ისი­ნი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბულ აჟი­ო­ტაჟს ატე­ხენ:

1) ახა­ლი მუ­ტა­ცი­ის გა­ჩე­ნი­სათ­ვის ინ­ფი­ცი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. რაც უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა და რჩე­ბა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, მით უფრო მეტი დრო აქვს მას შე­ის­წავ­ლოს, მო­ახ­დი­ნოს ადაპ­ტა­ცია და გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც გვერდს აუვ­ლის ადა­მი­ა­ნის დაც­ვას. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც აღ­წე­რი­ლია ბოს­ტონ­ში, ერთ იმუ­ნო­კომ­პრო­მი­სულ მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც იყო ინ­ფექ­ცი­უ­რი 155 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ დროს გა­ნუ­ვი­თარ­და ვირუ­სი 20 მუ­ტა­ცი­ით! ამი­ტო­მაც არის ვაქ­ცი­ნე­ბი ამ შან­სის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ვაქ­ცი­ნე­ბი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს ასე­ვე ინ­ფექ­ცი­ის დროს ამ­ცი­რე­ბენ!

ამ­რი­გად, თუ ადა­მი­ა­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, ვა­რი­ან­ტე­ბის რის­კი ნაკ­ლე­ბია.

2) კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გავ­რცე­ლე­ბა არის ის, რაც ვირუსს აძ­ლევს უფრო მეტ შანსს იყოს ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში და ის­წავ­ლოს ადაპ­ტი­რე­ბა იმ სხე­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც არ აქვს მზად იმუ­ნი­ტე­ტი. კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­უ­ფერ­ხე­ბელ გავ­რცე­ლე­ბას კი ხელს უწყობს აუც­რე­ლო­ბა!

3) მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რაც იწ­ვევს ახალ მო­უ­ლოდ­ნელ ვა­რი­ან­ტებს, ხში­რად არის იმუ­ნო­კომ­პრო­მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვირუსს სწრა­ფად ვერ ებ­რძვის და მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩეს მათ სხე­ულ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ის­წავ­ლოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი და მო­ახ­დი­ონს ახა­ლი ვა­რი­ან­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამი­ტო­მაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­და­წყდა, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ბუს­ტერ დო­ზე­ბი გა­უ­კეთ­დეს.

4) თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, დელ­ტა მო­ვი­და ინ­დო­ე­თი­დან (ძა­ლი­ან და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვით, მაგ­რამ ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით) და ასე­ვე #C12 სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან, რო­მელ­საც ასე­ვე აქვს ძა­ლი­ან და­ბა­ლი – 8% სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ინ­ფი­ცი­რე­ბის დიდი ტალ­ღე­ბი. რო­გორც ხე­დავთ ეს ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი მო­ვი­და და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვის ქვეყ­ნე­ბი­დან.

ასე რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აც­რე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მთელს მსოფ­ლი­ო­ში აიც­რას ყვე­ლა და არა მარ­ტო, რა­მო­დე­ნი­მე გან­ყე­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. მარ­ტი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბაა – რაც უფრო მა­ღა­ლია გა­და­ცე­მა/ინ­ფექ­ცია, მით უფრო სა­ვა­რა­უ­დოა ახა­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნა.

ვირუ­სის გა­და­ცე­მას/ინ­ფექ­ცი­ას კი ვაქ­ცი­ნა­ცია ამ­ცი­რებს!”, – წერს ზაზა წე­რე­თე­ლი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: