საზოგადოება

სეტყვისგან დაზარალებულ კახელ გლეხს მოქალაქეებმა 177 ათას ლარზე მეტი შეუგროვეს

Nusagi

74 წლის კახელი ფერმერი საქართველომ „ფორმულას“ ეთერით გაიცნო. ფირუზ იორამაშვილის ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მალევე ასობით ადამიანმა გამოთქვა მისი დახმარების სურვილი.

ვიდეოს გავრცელებიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ, შეგროვილი ფული კახელი ფერმერის ბანკის ვალდებულებას სრულად დაფარავს.

„როდესაც სეტყვამ გადაიღო, გავედი ვენახის სანახავად და ყველაფერი განადგურებული დამხვდა, შვილივით ნაზარდი ვაზი სეტყვას მიწასთან გაესწორებინა, ჩიტებიც კი ეყარა მოკლული. ამის დანახვაზე გული ამომიჯდა და ტირილი დავიწყე“,-აცხადებს ფირუზ იორამაშვილი.

მისივე თქმით, სიუჟეტის გასვლისთანავე მის ტელეფონზე უამრავი ზარი შევიდა, ხალხი მხარდაჭერას უცხადებდა.

„განსაკუთრებული იყო ერთი ბავშვის ზარი, პაპა არ იტირო, მე მოგხედავ შენო“,-აცხადებს ფერმერი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: