სამართალი

შსს გიგი უგულავას განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, შსს ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს, განმარტებას აკეთებს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფოთის სტრუქტურულ ერთეულს, დღეს, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, მიმართა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მისაღებად.

„განაცხადის დაფიქსირებისთანავე მომსახურების სააგენტომ მოქალაქე გიორგი უგულავას უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ – თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს. მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: