უცხოური მედია

აშშ-მა და უკრაინამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

Nusagi

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის.

განცხადების მიხედვით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა დაასრულეს თავდაცვის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების მომზადება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებისა და საერთო პრიორიტეტების, მათ შორის თავდაცვის, ხელშეწყობისათვის. თანამშრომლობა გაღრმავდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვის გაზიარება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის კურსი გარე ჩარევის გარეშე, მათ შორის, უკრაინის მისწრაფებას გაწევრიანდეს ნატო-ში.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, აშშ-მა უკრაინას თავდაცვის სფეროში 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომელიც მოიცავს უკრაინისთვის „ჯაველინის“ სისტემის ჯავშანტექნიკის და სხვა სასიკვდილო და არასასიკვდილო აღჭურვილობის გადაცემას.

ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, აშშ ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც მოიცავს ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ გამოსვლას ენერგეტიკული დიპლომატიისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით, რადგან „აღნიშნულ ენერგოპროექტს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ“.

მხარეები დემოკრატიის განვითარების, ასევე მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, კლიმატური ცვლილებების საკითხებში და „კოვიდ 19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,425 ნახვა
%d bloggers like this: