პოლიტიკა

ევროპული თანადგომის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ

Nusagi

გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციასა თუ დასუსტებას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა  ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომწ ზურაბიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

„აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციასა თუ დასუსტებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: