პოლიტიკა

იმედი მაქვს, ევროკავშირი უფრო სერიოზულ სანქციებსაც განახორციელებს

Nusagi

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს.

დოლიძის თქმით, იმედია, რომ ევროკავშირი უფრო სერიოზულ სანქციებსაც, მათ შორის პერსონალურს განახორციელებს.

„არ შეიძლება ამ განცხადებებთან ზედაპირული მოკიდება. იმედი მაქვს, უფრო სერიოზულ სანქციებსაც განახორციელებს ევროკავშირი, მათ შორის პერსონალურს, რადგან ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოხატული განცხადებები, არამედ არის სერიოზული ნიშანი, რომ ეს ხელისუფლება აპირებს, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას, ევროპულ ორიენტაციას. ამაზე იქით უკვე იქნება ალბათ სერიოზული ავტორიტარული  და ხისტი ზომები, რომლის მიღებასაც არჩევნების დროს ან შემდეგ დააპირებს ხელისუფლება. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი უკვე პერსონალურ სანქციებს მიიღებს, თუნდაც ამ შემადგენლობას ჩამოართმევს ევროკავშირში მგზავრობის უფლებას, რაც შესაძლებელია“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: