პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ. პარტიის თავმჯდომარე  და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად 10:45 საათზე მივლენ.

ცნობისთვის ნიკა მელიამ გუშინ, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, „არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ“, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: