პოლიტიკა

„ნაცმოძრაობამ“ მორიგი პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრა

Nusagi

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მორიგ პოლიტიკურ თაღლითობად შეაფასა.

„გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის პატივსაცემად, ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება.

რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ?! „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს. ამის მიუხედავად, ჩვენ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადავდგით ნაბიჯი და ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც იყო შესასრულებელი, პირნათლად შევასრულეთ. კიდევ არის დარჩენილი გარკვეული რეფორმებისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ და რაც ვთქვით, იმას გავაკეთებთ. მეორეს მხრივ, ჩვენ რა ვნახეთ მათგან, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისგან, ეს ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ  არის მეორე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათების და მკვლელების კორპორაციას.

ვნახეთ, რომ არავითარი პროგრესი, არავითარი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, პარლამენტში როგორ იქცეოდნენ და რეალურად, ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია მეგობრებო. ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს“, – განაცხადა პრემიერმა.

ღაეიბაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი განსაცდელი გაიარა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.

„ათასობით ადამიანი, 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი, გასამართლებული, 4 მილიონი ცხოვრობს დღეს ქვეყანაში. გადაუარეს, გადათელეს, ფეხქვეშ გათელეს ქართველების ღირსება, რა თქმა უნდა, დროებით, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული ხალხი, რომელიც არავის არასოდეს აპატიებს ღირსების შელახვას და სათანადო პასუხს გასცემს და გასცა კიდევაც „ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და გაუშვა მოუსავლეთში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: