უცხოური მედია

ტრამპმა ქაბულში ტერაქტის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის დედას უპასუხა

Nusagi

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქაბულში ტერაქტის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის დედას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა.

30 აგვისტოს ქაბულში დაღუპული საზღვაო ქვეითის, კარიმ მ. ნიკუის დედამ, შანა ჩეპელმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა და ის ამერიკელი სამხედროების დაღუპვაში დაადანაშაულა.

„შანა, 100%-ით მართალი ბრძანდებით. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, თქვენი შესანიშნავი შვილი, კარიმი ახლა თქვენთან ერთად იქნებოდა ისევე, როგორც სხვების შვილები, რომლებიც ქაბულის აეროპორტთან სასტიკი თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ჯერ სამოქალაქო პირები და სამხედრო ტექნიკა უნდა გამოეყვანათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ კი – სამხედროები. მიყვარხართ. მიყვარს კარიმი“, – ნათქვამია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: