პოლიტიკა

ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა

Nusagi

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო და მოუწოდებდა, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის და მათ ეს პრინციპულად არ გააკეთეს. ჩვენ ვამბობდით, რომ მოუწევდათ ხელის მოწერა. მოუწიათ, მაგრამ გვიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა, რაც არ გამოუვა არცერთ პოლიტიკურ პარტია, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე, რომ ამ ხელმოწერით რამეს მიაღწევენ და პიარულ სვლას გააკეთებენ, ეს არის არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაზე. პოლიტიკური ფარსია, რაც მათ ჩაიდინეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლების მიერ ანულირებულ 19 აპრილის შეთანხმებას ნაციონალური მოძრაობა“ ხელს აწერს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: