მედიცინა

ამირან გამყრელიძე – აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა

Nusagi

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.

„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, – აცახდებს გამყრელიძე.

ამასთან, მისვე განმარტებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.

„სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში“, – აცხადებს გამყრელიძე.

როგორც მან აღნიშნა, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი, დღეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა, „სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს – სიმსივნებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყველა ათას ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს“, – აცხადებს

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: