პოლიტიკა

ანა დოლიძე გახარიას მიერ დებატებში მხოლოდ მამაკაცი კანდიდატების მიწვევას აპროტესტებს- მე ხაჭაპური გამოვაცხო?

Nusagi

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიერ დებატებში მხოლოდ მამაკაცების გამოწვევას, ქალი პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების გამოხატულებად მიიჩნევს.

„მართლაც ვთქვი, რომ გავაშველო თუ ხაჭაპური გამოვაცხო? ანუ ეს იყო გაშარჟება საერთოდ იმ დამოკიდებულების, რომელიც სამწუხაროდ ხშირად არის ქალი კანდიდატების მიმართ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ „დღის საუბრებში“.

„ორი საჯაროდ გამოქვეყნებული რეიტინგით, ეს არის „Edison Research“-ის რეიტინგი, ასევე IRI-ის რეიტინგით, მე მოვდივარ ოთხეულში პოლიტიკოსებისა ზოგადად და მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატების. კახა კალაძე, გახარია, მელია და მე. ეს არის ოთხეული. ასე გამოიყურება ეს ობიექტური რეიტინგები. ახლა, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატი ამბობს, რომ ამ ორ მამაკაცს ეკამათება დებატებში, აქ უნდა იყოს ორი დღის წესრიგი. სტუდიაში 4 ადამიანი არ ეტევა და მაინცდამაინც სამნი უნდა იყვნენ? თუ მაინცდამაინც მეოთხე არ შეიძლება მონაწილეობდეს? ეს ხომ აბსურდია. რომ შევხედოთ ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატების ან მერობის კანდიდატების დებატებს უცხოეთში, წამყვანი კანდიდატები ყველგან მონაწილეობენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: