უცხოური მედია

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს ამ მომენტისთვის უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ

Nusagi

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, – აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.

ენტონი ფაუჩის თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციების ერთობლიობა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული ანტისხეულების თავიდან აცილება შეუძლია.

„დაიმახსოვრეთ, მაშინაც კი, როდესაც გვაქვს ვარიანტები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებენ, ვაქცინები კვლავ საკმაოდ ეფექტურია“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: