პოლიტიკა

ასეთი სიყალბე სამარცხვინოა – პრემიერი “მთავარ არხს” მისი პირადი მონაცემების გამოყენებაში ადანაშაულებს

Nusagi

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მისი პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “მთავარი არხის” მიერ მოხდა მისი პირადი მონაცემების გამოყენება ნებართვის გარეშე, რის შემდეგაც პრემიერი Pfizer-ის მეორე დოზაზე თვითნებურად დაარეგისტრირეს. 

“გუშინ, “მთავარმა არხმა”, მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა. კერძოდ, მოსახლეობას მინდა აგიხსნათ, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პარადი ნომრის გამოყენებით, შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე. იცით, რომ თქვენ, ესწრებოდით კიდეც, მე ერთხელ ვარ აცრილი Pfizer-ი​თ და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით არის განსაზღვრული 21-28 დღე ნ 42 დღემდე მაქსიმუმ. ჯერ არ არის გასული 28 დღე. მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, ჩემი ნებართვის გარეშე, შედიან და ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი, ეს ერთი.

მეორე, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს მე ავიღე გაყალბებული კოვიდბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა განმარტება, რომ ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას – ადამიანის შესახებ, თუ იგი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო pcr ტესტის შედეგები და ასევე ის ინფორმაცია, მას ჰქონდა, თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი.

სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტყუილებით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს ორგანიზაცია და ტელევიზია სამწუხაროდ, ეწევა ამ დემაგოგიას და ტყუილის ტირაჟირებას. ამიტომ, იკითხეთ, გაარკვიეთ და შემდგომ ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მისასალმებელაი, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება და განმარტება გააკეთეს და დაინტერესება გამოიჩინეს. არ შეიძლება ადამიანის ნებართვის გარეშე პირადი მონაცემები გამოიყენონ,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: