საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგია 8 საათით შეიზღუდება

Nusagi

სხვადასხვა სამუშაოს გამო 7 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00- დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, ვირსალაძის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სამგორის, მანავისა და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 12:00 -დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ჩაქვის, წიკლაურისა და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 – დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არდაზიანის, ვაზისუბნის, არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძისა და ოჩამჩირის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: