უცხოური მედია

ნიუ იორკის მერი: გაფრთხილება იყო, მაგრამ ასეთ სტიქიას არ ველოდით- ადამიანები საკუთარ სახლებში დაიხრჩვნენ

Nusagi

აშშ-ში ქარიშხალმა იდამ 46-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ამის შესახებ AP News იუწყება.

2 სექტემბრიდან აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე გარდაცვლილთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. ადიდებული მდინარეები და დამანგრეველი ტორნადო რეგიონს ქარიშხლის ნარჩენების სახით დაატყდა თავს. განუწყვეტელი წვიმის შედეგად, 40 ადამიანი საკუთარ სახლებში და ავტომობილებში დაიხრჩო.

რეგიონი წინასწარ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ ასეთი ძალის დარტყმას მაინც მოუმზადებელი შეხვდა. მერილენდიდან კონნეკტიკუტამდე სულ მცირე 46 ადამიანია დაღუპული.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორ ფილ მერფის თქმით, შტატში სულ მცირე 23 ადამიანია დაღუპული. პოლიციის ინფორმაციით, 13 ადამიანი ნიუ-იორკში, საკუთარი სახლების სარდაფში არიან დამხრჩვალი. ასეთი სახლები ძალიან ბევრია და შედარებით ხელმისაწვდომ საცხოვრებლად ითვლება ქვეყანაში უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ბაზარზე. 

პენსილვანიაში ერთი ადამიანი წაქცეულ ხეს ემსხვერპლა, მეორე კი, საკუთარ მანქანაში დაიხრჩო, როდესაც ცოლს გადმოსვლაში ეხმარებოდა. კონნეკტიკუტის შტატის პოლიციის სერჟანტი საკუთარი მანქანით დინებამ წაიღო. 

ქუინსში სტიქიას გადარჩენილი ქალი ყვება, რომ სახლში შევარდნილი წყლის შეკავებას პირსახოცებისა და სხვადასხვა ნივთების მეშვეობით ცდილობდა, თუმცა წყალი რამდენიმე წამში წელამდე მისწვდა. მისი თქმით, დაძინებული ბავშვი ააყენა, ჩააცვა გასაბერი ჟილეტი და სახლიდან გასვლა სცადა, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლო, შემდეგ ნაცნობებს დაურეკა, რომლებიც მალე მივიდნენ და დედა-შვილის გამოყვანა შეძლეს. იმავე ქუჩაზე სახლში შევარდნილ წყალს 3 ადამიანი ემსხვერპლა. 

მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა საფრთხის შესახებ განცხადება 30 აგვისტოს გამოაქვეყნა, ნიუ-იორკის გუბერნატორი ქეითი ჰოკული და ნიო-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო აცხადებენ, რომ შტორმის ძალა მათთვის მოულოდნელი იყო. ბლაზიოს თქმით, მან გაფრთხილება 1 სექტემბერს მიიღო, მაგრამ ასეთი სიძლიერის შტორმს მაინც არ ელოდა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,425 ნახვა
%d bloggers like this: