უცხოური მედია

ქაბულიდან ევაკუირებული 100-მდე ავღანელი „თალიბანთან“ კავშირების გამო, შემოწმებას გაივლიან

Afghan people who were transported from Afghanistan, walk after disembarking a plane, at the Torrejon military base as part of the evacuation process in Madrid, Monday. Aug. 23, 2021. (AP Photo/Andrea Comas)
Nusagi

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალეხანდრო მაიორკასის განცხადებით, ამერიკის მიერ ქაბულიდან ევაკუირებელი 100-მდე ავღანელი შესაძლოა, ტერორისტებთან იყოს დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

მისი განცხადებით, მთავრობა იღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა ასეთი პირები აშშ-ში არ მოხვდნენ. საერთო ჯამში 30 000-მდე ევაკუირებული ავღანელიდან დაახლოებით 10 000-მა დამატებითი შემოწმება გაიარა.

ამ შემოწმების შედეგად 100-მდე ადამიანი „თალიბანთან“ ან ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირების გამო პოტენციური საფრთხის მატარებლად ჩაითვალა. ისინი ჯერჯერობით ტრანზიტული ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან და აშშ-ში მოხვედრამდე კიდევ ერთ შემოწმებას გაივლიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: