ხელოვნება და კულტურა

ABBA ახალი სიმღერებისგან შემდგარ ალბომს და ვირტუალურ კონცერტს აანონსებს

Nusagi

ლეგენდარული ჯგუფი Abba, რომელიც 1982 წელს დაიშალა, 40 წლის შემდეგ პირველ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ალბომი Abba Voyage ნოემბერში გამოვა და მასში 10 ახალი სიმღერა იქნება წარმოდგენილი. ალბომის გამოსვლა წინ უსწრებს ე.წ. რევოლუციური კონცერტების ნაკრებს, რომელზეც შესრულდება ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტები. 

 10 ტრეკიდან 2-ის პრემიერა ხუთშაბათს, გაიმართა პრესკონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემოდა. 

პირველი- I Still Have Faith In You, – ეს არის ნაზი საფორტეპიანო ბალადა, რომელიც კვარტეტის წევრების ურთიერთობებს ეხება.

„ჩვენ 40 წლის შემდეგაც საუკეთესო მეგობრებად დავრჩით, ერთმანეთთან უერთიერთობა გვახარებს და სრულად ლოიალურები ვართ“,-აცხადებენ ჯგუფის წევრები. 

მეორე ტრეკი- Don’t Shut Me Down, – ეს არის მინი-მელოდრამა , რომელიც ჯგუფის კლასიკური სიმღერის სტილშია და წყვილის ისტორიაზე მოუთხრობს მსმენელს. 

ორივე სიმღერა Abba Voyage-ზე იქნება წარმოდგნილი. 

„ვფიქრობ, ცუდი არ გამოვიდა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო ამ ასაკში“,-ამბობს კვარტეტის წევრი ბენი ანდერსონი.

ვირტუალური კონცერტი Abba Voyage 2022 წელს გაიხსნება აღმოსავლეთ ლონდონში, სპეციალურად შექმნილ არენაზე და კვირაში 6 დღე იქნება წარმოდგენილი  ABBA-ს წევრების ციფრული ვერსიები. ბილეთები 7 სექტემბრიდან გაიყიდება მათი ფასი 21 გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება. პრემიერა 27 მაისს არის დაგეგმილი. 

ე.წ. Abba-tars შეიმუშავა კომპანია Industrial Light and Magic-მა, რომელიც ვზუალური ეფექტების შექმნაზე მუშაობს. 

850-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა კვარტეტის გასაახალგაზრდავებლად, გამოყენებულ იქნა მოძრაობების დაჭერის ტექნოლოგია, რათა დასკანერებულიყო მუსიკოსების ყოველი მანერა და ყველა მოძრაობა, რომლებიც ახლა 70-ზე მეტი წლის არიან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: