პოლიტიკა

სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე: ეს არჩევნები წარმატებას და კეთილდღეობას მოგვიტანს!

Nusagi

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები აქტიურად
მიმდინარეობს სამტრედიაში.

ქალაქისა და სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატები ყოველდღიურ რეჟიმში, ამომრჩევლებთან ერთად
მსჯელობენ ყველა იმ საჭირბოროტო თემაზე, რომელიც კონკრეტულ ლოკაციაზე არსებობს.

სამ ზონად დაყოფილ ქალაქს და სოფლებს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ხვდება მუნიციპალიტეტის მერობოს კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” დავით ბახტაძე.

შეხვედრებზე განხილული ყველა სპეციფიკური საკითხის ჩანიშვნაზე, განხილვაზე და გადაჭრის გზების მოძიებაზე კანდიდატები ყოველდღიურად ზრუნავენ.

,,ძლიერი გუნდი, საინტერესო და მიზანმიმართული იდეებით, განახლებული რეგიონების ფარგლებში, სამტრედიას გადააქცევს განვითარებულ და საინტერესო ქალაქად.
ამის მთავარი გარანტი სამთავრობო გუნდი და თქვენი მხარდაჭერაა,”- აცხადებენ ,,ქართული ოცნების”
კანდიდატები.

სამტრედიაში წინასაარჩევნო შეხვედრები კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით
მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: