მედიცინა

უკვე აუცილებელია, რომ სტუდენტები იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში – ამირან გამყრელიძე

Nusagi

“კურიერთან” ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სოფლებში, სადაც ამ ეტაპზე ნაკლებად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ამბულატორიები, უახლოეს მომავალში მოძრავი ამცრელი პუნქტების მოწყობა არის დაგეგმილი.

ამირან გამყრელიძემ ასევე უსაფრთხო სკოლის და უნივერსიტეტების კონცეფციაზე ისაუბრა და პედაგოგებს,  უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა სასწავლო პროცესი განახლდეს და უშუალოდ საკლასო ოთახებში გადაინაცვლოს.

“სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში – სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

„რუსთავი 2“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: