უცხოური მედია

თალიბანის განკარგულებით, სტუდენტი გოგონები ფარდით გამოყოფილ ადგილზე უნდა ისხდნენ

Nusagi

თალიბების განკარგულებით, ავღანეთში სტუდენტმა გოგონებმა ისეთი თავსაბურავები უნდა ატარონ, რომელიც სახესაც ფარავს. ახალ ბრძანებაში, რომელსაც AP ციტირებს, უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა და კოლეჯებმა უნდა უზრუნველყონ კლასების გაყოფა გენდერის მიხედვით, ან სულ მცირე, ფარდით გაყოფა იმ ადგილის, სადაც გოგოები სხედან.

გარდა ამისა, სტუდენტმა გოგოებმა კლასი 5 წუთით ადრე უნდა დატოვონ, ვიდრე ბიჭებმა, რათა თავი აარიდონ მათთან შეხვედრას. თალიბები აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებმა ორი შესასვლელ-გამოსასვლელი უნდა მოაწყონ. გოგონებს მასწავლებლად მხოლოდ ქალები ეყოლებათ, ან ხანში შესული მამაკაცები კარგი რეპუტაციით.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: