მედიცინა

როცა წე­რენ, მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი ორ­ჯერ აიც­რა და გარ­და­იც­ვა­ლაო, სულ ვთხოვ, მომცენ მონაცემები, ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილების, მაგრამ ვერ მეუბნებიან

Nusagi

“გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ის დახ­მა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ის­ტე­რი­კი­სა, ჩვენ­თან მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი აიც­რა…”

“კვი­რის პა­ლიტ­რის” ტრა­დი­ცი­ულ რუბ­რი­კა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა განიხილეს. რეს­პონ­დენ­ტია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

– ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, როცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­და, თქვით, ორ კვი­რა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, რა შე­დეგს უნდა ვე­ლო­დო­თო. ორი კვი­რა გა­ვი­და და გთხოვთ, სი­ტუ­ა­ცია შე­ა­ფა­სოთ.

– ფაქ­ტია, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დღე­ში 6-5 ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4 ათას შემ­თხვე­ვამ­დე შემ­ცირ­და, რაც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია და, იმე­დია, ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

– გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

– ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა… საქ­მე ის არის, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის პიკი დგე­ბა “კო­ვი­დის” გავ­რცე­ლე­ბის პი­კი­დან 2-3 კვი­რის შემ­დეგ… თუ ახლა ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა, 2-3 კვი­რის შემ­დეგ შემ­ცირ­დე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­თვის, ალ­ბათ, ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვი ათა­სის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ გვაქვს, თით­ქმის ერ­თა­დერ­თი, რა­მაც ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა­ზე იმოქ­მე­და, არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბა. თბი­ლის­შიც აშ­კა­რაა კლე­ბა და აჭა­რა­შიც. სხვა­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ – არა. ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ტრან­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო იქ, სა­დაც მა­ღა­ლი იყო მო­ბი­ლო­ბა.

– ყო­ველ 100 ათას ადა­მი­ან­ზე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლი­ო­ში თუ ევ­რო­პა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ…

– როცა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ავა­დო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაქვს, რა თქმა უნდა, მა­ღა­ლი გექ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც. არის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თა ავა­დო­ბა ჩვენ­სას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ იქ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა აღარ არის, იმი­ტომ, რომ აც­რი­ლე­ბი არი­ან. ბოლო კვლე­ვით, აც­რილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 5-ჯერ ნაკ­ლე­ბი შან­სი გაქვს, და­გე­მარ­თოს “კო­ვი­დი” და 30-ჯერ ნაკ­ლე­ბი საფრ­თხე, რომ მოხ­ვდე ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

– აც­რი­ლებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია?

– სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რია აბ­სო­ლუ­ტუ­რი, მაგ­რამ ეს არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. თუ 30-ჯერ ნაკ­ლე­ბია საფრ­თხე, რომ აც­რი­ლი მოხ­ვდეს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ამა­ზე ნაკ­ლე­ბია გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. ორ­ჯერ აც­რი­ლი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 1000 ადა­მი­ა­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა ერთი გარ­და­იც­ვა­ლოს.

– რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის და მე­სა­მედ ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი გვაქვს?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ფაქ­ტი გვაქვს. სამ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია. ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში იყო სამ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი, თუმ­ცა ეს ჯერ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

– უნდა გკი­თხოთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ორ­სუ­ლებ­ზე… მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის უკვე მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა გვაქვს!.. რა­ტომ ერ­ჩის მა­ინ­ცდა­მა­ინც ორ­სუ­ლებს “კო­ვი­დი”?

– შარ­შან მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ერთი ორ­სუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, წელს – 13. ეს დელ­ტა შტა­მის “დამ­სა­ხუ­რე­ბაა”, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ორ­სუ­ლე­ბის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის თით­ქმის წი­თე­ლა­სა­ვით გა­დამ­დე­ბია. თა­ვი­დან მხო­ლოდ მა­ღა­ლი რის­კის ორ­სუ­ლებს, მა­გა­ლი­თად, ექი­მებ­სა და ექთა­ნებს ურ­ჩევ­დნენ აც­რას, ახლა კი ყვე­ლა ორ­სულს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე, ამი­ტომ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აიც­რან.

– ორ­სუ­ლო­ბის მე­რამ­დე­ნე კვი­რი­დან შე­იძ­ლე­ბა აცრა?

– აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ორ­სუ­ლო­ბის მე­ა­თე კვი­რი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ჩვი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტე­ბიც, ერ­თე­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც… გახ­შირ­და მოზ­რდილ­თა (23, 40, 33 წლის) გარ­დაც­ვა­ლე­ბაც, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, ისევ ხან­დაზ­მულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს.

– ბევ­რის­გან გა­ვი­გე, ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე აც­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის შემ­დეგ გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლაო. ეს დამ­თხვე­ვაა?

– გუ­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, მას “კო­ვი­დით” გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გა­და­უს­წრო, თუმ­ცა იმის თქმა, რომ ადა­მი­ა­ნი აიც­რა და ერთი კვი­რის შემ­დეგ აგუ­რი და­ე­ცა, არას­წო­რია. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ად­გილ­ზე ყო­ველ­თვის იყო გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, მე­ო­რე­ზე – ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუს­მა ორი­ვეს გა­და­ას­წრო. ბოლო წლებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 46 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბო­და, გა­სულ წელს კი 50 ათას­ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა. “კო­ვი­დის” არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ვირუ­სით სულ 7000 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

– “ჯონ­სო­ნი და ჯონ­სო­ნის” ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა იგეგ­მე­ბა?

– ამ ვაქ­ცი­ნას ის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რომ ერთი ინი­ექ­ცი­აა საკ­მა­რი­სი. ის “ას­ტრა­ზე­ნე­კას” ტი­პის ვაქ­ცი­ნაა, იმა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა ზო­გი­ერ­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყოს, ამი­ტომ, ალ­ბათ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან გვექ­ნე­ბა.

– აც­რე­ბის იძუ­ლე­ბა­ზე ხომ არ მსჯე­ლობთ?

– იუ­რი­დი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყოს, მაგ­რამ აქ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პა­რა­კი. არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რებს, თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბი მათ­თან უძ­ლუ­რი არი­ან, სხვა პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. თქვენ გგო­ნი­ათ, ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ვი­ღა­ცას ასე სჯე­რა? ბევ­რი მათ­გა­ნი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იმარ­თე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ის დახ­მა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ის­ტე­რი­კი­სა, მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი აიც­რა. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, როცა წე­რენ, მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის ქვის­ლის ახ­ლობ­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლი ორ­ჯერ აიც­რა და გარ­და­იც­ვა­ლაო, არას­დროს ამ­ბო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი. სულ ვთხოვ, მო­მე­ცით მო­ნა­ცე­მე­ბი, ვინ გარ­და­იც­ვა­ლა-მეთ­ქი – ჩვენ ხომ სრუ­ლი ბაზა გვაქვს აც­რი­ლე­ბი­საც, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­საც – მაგ­რამ ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან… სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მოკ­ლე­ბუ­ლი ვართ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ასე­თებს მე­დი­ა­ში ვუ­პა­სუ­ხოთ.

ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვას გე­ტყვით… ყვე­ლა იც­ნობ­და ვაჟა ოთა­რაშ­ვილს. ჩემს თავს იმი­ტომ ვაძ­ლევ მას­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბას, რომ მის­მა შვილ­მა და­წე­რა, რო­გორ მო­უ­გო­ნეს ამ ადა­მი­ანს, თით­ქოს ორ­ჯერ აც­რი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ იყო ორ­ჯერ აც­რი­ლი, იმი­ტომ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მე­ო­რე აც­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ე­მარ­თა, ანუ ვაქ­ცი­ნა ჯერ სრულ­ყო­ფი­ლად ვერ იმოქ­მე­დებ­და. ამას შვი­ლი ამ­ბობს. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ჩვენ ვერ ვპა­სუ­ხობთ, არ გვაქვს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა. იმის უფ­ლე­ბაც არ გვაქვს, ვთქვათ, იყო თუ არა აც­რი­ლი, ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი თუ არა, ან რით გარ­და­იც­ვა­ლა.

– გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს აი­ძუ­ლებთ აც­რას?

– კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ჩემი აზრი ასე­თია – ექი­მი ან ექთა­ნი არ უნდა მუ­შა­ობ­დეს, თუ არ არის აც­რი­ლი. ეს არ არის ქარ­თუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა, ასეა სხვა­გა­ნაც. საფ­რან­გეთ­ში პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლა მედ­მუ­შაკს, ვინც აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბა, კონ­ტრაქტს გა­უ­წყვე­ტენ. ეს ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მაა. აშშ-იც და­ი­წყეს ჯა­რის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აცრა. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ბრძე­ნია და კარ­გად და­ი­ნა­ხავს გან­სხვა­ვე­ბას აც­რი­ლებ­სა და აუც­რე­ლებს შო­რის, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ახ­ლან­დე­ლი ტემ­პი (დღე­ში 20-25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი) შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუ სექ­ტემ­ბერ­ში კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნი იქ­ნე­ბა აც­რი­ლი, დიდი იმე­დი მაქვს, რომ ზამ­თარ­ში ძვე­ლე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ისე, რო­გორც უბ­რუნ­დე­ბა ბევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც “კო­ვი­დი” არის, მაგ­რამ რეს­ტორ­ნებ­შიც და­დი­ან, ფეხ­ბურ­თის მატ­ჩებ­ზეც და აღარც ხალ­ხი იღუ­პე­ბა.

ambebi.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: