მედიცინა

ამირან გამყრელიძე: არ ვერევი პოლიტიკაში და თავი დამანებეთ

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მედიაში მისი განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

მისი თქმით, საქართველოში კოვიდი გახდა პოლიტიკური თემა, ვინაიდან პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას აქცევენ მას, როგორც პოლიტიკურ საკითხს, ვიდრე ეპიდემიოლოგიურს.

„არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს. ბოლომდე უნდა მოისმინოთ ის, რაც ვთქვი. მე ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური თემა და პოლიტიკური დისკუსიების თემა. პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას ავლენენ ამ თემის მიმართ, როგორც პოლიტიკური თემის მიმართ, ვიდრე ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამის არსი.

ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია, მე დიდი ხანია, უკვე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. ჩემთვის დღეს მთავარია, რომ ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია უკეთესი პრევენციული საშუალებები, უკეთესი აცრები, უკეთესად მართვა იმ პროცესების, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ევალება. არ ვერევი პოლიტიკაში და დამანებეთ რა თავი. ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაცია კარგად გააკეთეთ, მე იქ ვთქვი, რომ ვართ უმცირესობაში, ანუ ვიგულისხმე რიცხობრივ უმცირესობაში, გასაგებია? ოთხი მედიკოსი ზის საკოორდინაციო საბჭოზე. პირდაპირ გეტყვით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენს რეკომენდაციებსა და რჩევებს საკმაოდ მაღალი წონა აქვს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბალანსისა და კონსენსუსის პრინციპით.

საბჭო ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ რესურსს თუ სხვა ბევრ საკითხს და იმის მიხედვით ხდება ბალანსირებული გადაწყვეტილებების მიღება. გასაკვირი არაფერია, თუ ყველა ჩემი რეკომენდაციიდან, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირაში ერთხელ ამზადებს, ზოგიერთი არ არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: