ეკონომიკა

ასეთი სესხები ისევ უცხოურ „ექსპერტებს“, უაზრო ტრენინგებს და არაფრისმომცემ ანგარიშებს ხმარდება, ქვეყანას კი, ვალის დაფარვა უხდება

Nusagi

ეკონომიკის ექსპერტი, პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სესხი, რომელიც საქართველოს ევროკავშირიდან უნდა აეღო, გამიზნული არ იყო საქართველოს ეკონომიკის ან ბიუჯეტის პრობლემების გადასაჭრელად.

მისი თქმით, სახელმწიფო ათწლეულების განმავლობაში იხდის ვალს, რომელიც ხშირად ისევ უცხოელი ე.წ. ექსპერტების, უაზრო ტრენინგებისა და არაფრისმომცემი ანგარიშების გამოქვეყნების მიზნით გაიცემა.

„ახლა იდეოლოგიითა და ”ორიენტაციებით” გამოთაყვანებული ჯამაათის საყურადღებოდ, -არიქა, საქართველოს მთავრობამ ევროპის 75 მლნ ევრო სესხზე უარი თქვა და ”საქართველო რუსეთისკენ გააქანაო”! ამ სიშტერეს გაუნათლებლობა და პროფესიული უვიცობა უდევს საფუძვლად, და აი, რატომ:

(ა) ეს კრედიტი გამიზნული იყო არა საქართველოს ეკონომიკის ანდა ბიუჯეტის პრობლემების გადასაჭრელად, არამედ ე.წ. ”სასამართლო რეფორმის” ხელშეწყობისათვის! ის, რომ სასამართლო რეფორმას ევროკავშირიდან ან სხვა სახელმწიფოდან სესხი კი არ სჭირდება, არამედ პოლიტიკური ნება, რომელიც არ არსებობს, – ეს ამ ჯამაათს არ აინტერესებს! როგორც წესი, სად იხარჯება ასეთი სესხები?!ცხადია, უცხოური ”კონსულტანტების” ხელფასებზე, უაზრო ტრენინგებზე, უამრავი არაფრისმომცემი ანგარიშების მომზადებაზედა მათ გამოცემაზე, რომელშიც არაერთი მაღალანაზღაურებადი ე.წ. ”უცხოელი ექსპერტი” მონაწილეობს და ა.შ.ანუ, ფული ”გაიმასქნდება”, სახელმწიფოს კი ათწლეულები უხდება მისი დაფარვა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებისათვის პროგრამების დაფინანსების ნაცვლად!

(ბ) შე ავ და კარგმოხსენიებულო (მამა-პაპურად თავად მოთარგმნეთ, ვისაც გეკუთვნით) !საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე დევს საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი 8 მლრდ ლარი, -უმოქმედოდ დევს: არ მიდის ეკონომიკაში და ა.შ. მთავრობავ! სესხი თუ გჭირდება, გამოუშვი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები, მიეცი უფლება საქართველოს მოქალაქეებს იმ პროცენტით, რომლითაც უცხოურ საფონდო ბირჟებზე ანთავსებ, – იყიდონ ეს ვალდებულებები; სეხის მომსახურებისთვის გადაუხადე ფული საკუთარ მოქალაქეებს, გაუჩინე შემოსავლის დამატებითი წყარო! 75 მლნ ევრო დაახლოებით 300-320 მლნ ლარია, ანუ უმნიშვნელო ნაწილი (4-4,5%) ბანკებში ჩვენი მოქალაქეების მიერ განთავსებული ფულისა, -პრობლემა არ არის! არანაირი ევროპა, არანაირი აშშ, არანაირი რუსეთი, ჩინეთი, ჯანდაბა და დოზანა ამას არ სჭირდება! მაგრამ, არა!შუამავლებთან ”გაიმასქნებული” თანხა, ”ატკატები”, მაყუთი და ა.შ. ამ ცივილიზებული გზით არ/ვერ გაკეთდება! საელჩოებსაც ამ დემაგოგიის საშუალება აღარ ექნებათ! არა! უნდა გავძარცვოთ სახელმწიფო, გავძარცვოთ ხალხი! ვითომ ეკონომისტები და კუანა ექსპერტები, არიქა, ”დასავლეთი გვეხმარება ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაშიო” და ა.შ.

მოკლედ, პროფანული ბლა-ბლა-ბლა და არა საქმიანი საუბარითუ ვინმე ეს ნათქვამი გეწყინებათ, თანამედროვე ეკონომიკის სახელმძღვანელოს საჯაროდ გადავშლი ნებისმიერ გვერდზე და რა წერია იქ, თუ წაიკითხავთ წმინდა ტექნიკურად, თორემ რაზეა იქ საუბარი, ამას უახლოესი 1-2 წელი ვერ მიპასუხებთ, -ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ!

(გ) ყველა სახელმწიფო სესხულობს ფულს, მაგრამ ყველა განვითარებული სახელომწიფო იქცევა ცივილიზებულად: საერთაშორისო ბირჟებზე განათავსებენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს და იღებს სესხს, ამ სესხს ახმარენ საქმეს და შემდეგ ისტუმრებენ. მხოლოდ კორუმპფირებული, ჩამორჩენილი, სუსტი მთავრობების მარიონეტული ხელისუფლებები იღებენ მუდმივად სესხებს: – მსოფლიო ბანკიდან (და სხვა ასეთი ტიპის ინსტიტუტებიდან, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი და სხვა);-საერთაშორისო საავალუტო ფონდიდან, -უშუალოდ სხვა სახელმწიფოების მიერ მოწოდებული გრანტების ან სესხების სახით, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და არა ეკონომიკის განვითარების მიზნები.

რა დონის ბრიყვი უნდა იყოს ”ეკონომიკის ექსპერტი”, ბოლო 26 წელი აღებული კრედიტების უდიდესი ნაწილის (90%-მდე) უმიზნოდ, კორუფციული სქემებით ”გაიმასქნების” შესახებ არაფერი იცოდეს და ბრიყვივით დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირი, აშშ ან სხვა ამ კრედიტებს განვითარებისთვის გაძლევს. სად ხედავთ განვითარებას?! ასე იცის იდეოლოგიით გამო…ბამ! გასაგებია?!“,-წერს ეკონომიკის ექსპერტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: