მედიცინა

გარკვეულ კლინიკებში არაკეთილსინდისიერად ახალისებდნენ „ტოცილიზუმაბის“ შეძენას, რომელიც შავ ბაზარზე 5-ჯერ უფრო ძვირია

Nusagi

ერთ კონკრეტულ პრეპარატზე იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი და გარკვეულ კლინიკებში ამ პრეპარატის შეძენას არაკეთილსინდისიერად ახალისებდნენ. ეს არის „ტოცილიზუმაბი“, რომელიც შავ ბაზარზე 5-ჯერ უფრო ძვირი ღირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„დაახლოებით 1000 ლარამდეა ამ პრეპარატის ღირებულება, რა ფასადაც შეიძლება კლინიკამ შეიძინოს. ხოლო „შავ ბაზარზე“ მისი ღირებულება 5000 ლარი იყო. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. არაკეთილსინდისიერი ინტერესი დავინახეთ სამედიცინო პერსონალისგან. კონკრეტულად ექიმი იყო, ექთანი თუ სხვა რომელიმე პირი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ცალსახად არ შეიძლება სხვანაირად ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: