პოლიტიკა

დღეს ნიკა მელია მსჯავრდებული უნდა იყოს და სასჯელს იხდიდეს – გიორგი გახარია

Nusagi

თბილისის მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელია კენჭს კი არ უნდა იყრიდეს, არამედ სასჯელს უნდა იხდიდეს. 

კითხვაზე – რატომ გადადგა პრემიერ მინისტრის პოსტიდან, თუკი ფიქრობს, რომ ნიკა მელია დამნაშავეა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი პასუხობს:

“თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მართლა მელიასთვის გადავდექი? მარტივი მიზეზის გამო გადავდექი. როგორც კი დავინახე, რომ პარტიის ნაწილი, პარტიულ ინტერესებს, რაც მათი პერსონალური ინტერესები უფრო იყო, სახელმწიფო ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს, რა თქმა უნდა, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. არც ერთი წამით და არც ერთი წუთით ამას არ ვნანობ. იგივეს გავაკეთებდი. რატომ გადავდექი იცით? იმიტომ რომ დღეს ნიკა მელია არჩევნების კანდიდატი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს მსჯავრდებული და იხდიდეს სასჯელს. ადამიანი, რომელმაც ფიზიკური შტურმი მიიტანა პარლამენტზე. წარმოგიდგენიათ ხომ? ამაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოცნება, მეგონა რომ გონიერება გაიღვიძებდა, მაგრამ არ გაიღვიძა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.   

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: