პოლიტიკა

ერთი მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული.

მისივე თქმით, ყოველი არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში ეხმარება.

„რაც დრო გადის, სულ უფრო მიღრმავდება აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული. ყოველი არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილი ასეთი განცხადების დაბრეხვებით „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ალბათ, ეს არის დიდი გარიგება „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილს შორის. ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს  და ცეცხლს დაუბრუნებს კავკასიის მოსახლეობას, სრულიად სამყაროს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში. ამას 2 ოქტომბერს ვნახავთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: