საზოგადოება

ლალი მოროშკინა- ვარ მარტო, არ მყავს ქმარი და არც მეგობარი მამაკაცი, არადა თუ კახეთში ხარ, შენი ღვინო უნდა გქონდეს

Nusagi

ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ დაწურა სიღნაღში, საკუთარ სახლში ღვინო მეგობრებთან, ხათუნა ხოფერიასა და დეა შაფათავასთან ერთად.

კადრები სააგენტოებმაც გამოაქვეყნეს. თუმცა, მხიარულმა ფოტოებმა პოზიტივის ნაცვლად, ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, ქალის საწნახელში დადგომა ყურძნის, როგორც საქართველოს სიმბოლოს შეურაცხყოფაა.

„ინფოფოსტალიონმა“ ამ საკითხზე კომენტარი ლალი მოროშკინას სთხოვა.

– ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილმა ამ სახის პერფორმანსი ვაზის და საწნახელის შეურაცხყოფად აღიქვა. იმ ადამიანს აკრიტიკებენ, ვინც თქვენ საწნახელს მიგაკარათ…. მე თავად კახელი ვარ და, სიმართლე გითხრათ, პირველად მესმის, რომ ქალი საწნახელში არ შეიძლება და ეს ყურძნის წურვის ტრადიციის შეურაცხყოფაა, თქვენ რას უკავშირებთ ამ გაღიზიანებას?

-რეალურად ამ ტრადიციას 5 წლის ისტორია აქვს. ზუსტად 5 წელია, რაც სიღნაღში გადავედი საცხოვრებლად. მე ვარ მარტო, არ მყავს არც ქმარი და არც მეგობარი მამაკაცი, არადა სტუმარი ღვთისაა და თუ კახეთში ხარ, შენი ღვინო უნდა გქონდეს. ამიტომ გადავწყვიტე თავად მოვუარო ამ პრობლემას. სიღნაღელი და ბადიაურელი მეგობრები ყოველ სექტემბერს მჩუქნიან ყურძენს, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვწურავ ასეა უკვე მრავალი წელი. ასე იყო ომიანობის დროს საქართველოში, როდესაც ქალი არ აციებდა კერას, წურავდა ღვინოს და ელოდებოდა ქმარს. მე არავის არ ველოდები, მეგობრების გარდა. იყო აგრესია? ეს პოსტპანდემიური სინდრომია, ესეც გაივლის, ხალხი გადაეჩვია პოზიტივს. მადლობა უკლებლივ ყველა მედია საშუალებას ვინც გააშუქა ჩვენი პატარა რთველი, მადლობა ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას, რომელიც ახალ ალბომზე მუშაობს და ეს ყველაფერი გადაიღო,-

გვითხრა ლალი მოროშკინამ. 

ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: