პოლიტიკა

სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ალბათ, ყველაზე ბედნიერია „ქართული ოცნება“, ვინაიდან ის დაიწყებს სტანდარტულ კამპანიას

Nusagi

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში დაბრუნების გეგმებთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს განცხადება ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზებას. მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“ კი არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ყურადღება ამ განცხადებაზე გადაიტანოს, ვინაიდან 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო რეფერენდუმი.

„ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ გავუშვებთ თუ არა „ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ ალბათ ყველაზე ბედნიერია „ქართული ოცნება“, ვინაიდან ის დაიწყებს სტანდარტულ კამპანიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რისკზე იქნება აგებული.

ვნახავთ ბანერებს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ვნახავთ ძალიან ბევრ შემაშინებელ ფეისბუკპოსტს, ვნახავთ ძალიან ბევრ ჩასხმულ ფულს იმაში, რომ ხალხი ისევ შეაშინონ. მე მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მეგობრებო, უნდა შევცვალოთ ეს უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა არ არის არც ბიძინა და არც მიშა, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ ეს უბედური მოჯადოებული წრე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ, 6 სექტემბერს გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია დრო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: