პოლიტიკა

სააკაშვილი იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება

Nusagi

სააკაშვილი თუ ჩამოვა, იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება – მიხვდება განსხვავებას მისსა და დემოკრატიულ მმართველობას შორის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართულო ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დაპირება ჩამოსვლაზე “ქართულ ოცნებას” ხმებს თუ არ მოუმატებს, არ წაართმევს.

“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რიგით 37- ე დაანონსება “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ეს ადამიანი ყიდის თავის თავს, თავის ქვეცნობიერს. რამდენჯერაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი პარტია, იმდენჯერ აანონსებს ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდის. თუ ჩამოვა, არ იქნება ცუდი, რადგან მართლმსაჯულება აღსრულდება და ციხეში მოპყრობის მისი ნაშენები და დანერგილი ტრადიციებისგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოეპყრობიან, რადგან დემოკრატია სხვანაირად მოითხოვს. ის იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არავინ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება და მიხვდება განსხვავებას ამ საკითხზე მის მმართველობასა და დემოკრტიულ მმართველობას შორის,”- განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,480 ნახვა
%d bloggers like this: