პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ”ყველაფერი გააკეთა, რომ დაფინანსების თვალსაზრისით, ჩემი პარტიის სრულ იზოლაცია მოეხდინა

Nusagi

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ, “ღამის კურიერის” ეთერში შეკითხვაზე – ვინ აფინანსებს მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ გუნდს, განაცხადა, რომ სპონსორები თავად პარტიის წევრები არიან, საშუალო ბიზნესმენები და ასევე რიგითი მოქალაქეების შემოწირულობები. 

გახარია, “ქართული ოცნებას” მისი პარტიის დაფინანსების იზოლაციაში მოქცევაში ადანაშაულებს და როგორც ის ამბობს, ასეთი შემთხვევების კონკრეტულ ფაქტებსაც ფლობს. თუმცა, ამასთანავე, გიორგი გახარია უარყოფს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მსგავსი ფაქტის არსებობას.

“პარტიას – “საქართველოსთვის” დღეს აფინანსებენ პარტიის წევრები, საშუალო ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეების შემოწირულობები. “ქართულმა ოცნებამ”ყველაფერი გააკეთა, რომ დაფინანსების თვალსაზრისით, ჩემი პარტიის სრულ იზოლაცია მოეხდინა. ამის ფაქტებიც არის, უბრალოდ ახლა ამისთვის არ მცალია. კონკრეტულ ქეისებს მოვიყვანთ, თუ როგორ ემუქრებიან კონრეტულ ადამიანებს, მაგალითად შემოსავლების სამსახურის შეშვებით,”- აცხადებს გიორგი გახარია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: