პოლიტიკა

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენი კეთილი ნებით ხორციელდება – ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

Nusagi

მინდა შეგახსენოთ, დღეს არავითარი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით ხორციელდება – ეს არის ის, რაც უნდა გახსოვდეთ პირველი მოსმენის, მეორეს მოსმენის და მესამე მოსმენის დროს! – ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეთ! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერმა  ოპოზიციის წევრებს მიმართა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არა თუ უარი უთქვამს შეთანხმების შესრულებაზე, არამედ პირიქით, “შეთანხმება არ არის და იმასაც მივყვებით“.

“ჩვენ ბრიფინგზე ვთქვით, რომ შეთანხმების ანულირების მიუხედავად, კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაგრძელდებოდა. ანულირების პირობებშიც კი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ზეპირი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ და მას მივყვებით. წარმოდგენილი პროექტი ბოლომდე იქნება განხილული პირველი, მეორე და მესამე მოსმენით კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: