პოლიტიკა

გიორგი გახარია „იმედს“: ყველას ალაპარაკებთ, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებას არ გვაძლევთ

Nusagi

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი  ტელეკომპანია „იმედს“ მიმართავს და ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერის დათმობას მოითხოვს.

„მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!

ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: