პოლიტიკა

კალაძე ფეხბურთს მეთამაშებოდა და ლამბორგინით მაკატავებდა

Nusagi

კალაძე არის ჩვეულებრივი მედროვე, მე მასთან არანაირი დაძაბულობა არ მქონია,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტვ-პირველის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე არსენალის მთის უფასოდ გადაცემას ითხოვდა და ეს იყო სავარაუდო მიზეზი მისი ოპოზიციაში გადასვლის.

„ჩვენთან ურთიერთობა დაეძაბა, როგორც მახსოვს, არსენალის მთაზე აიღო ვალდებულება, რომ ფული უნდა ჩაედო, მერე ეს ფული აღარ ჩადო, ნოღაიდელთან ერთად აკეთებდა ამ პროექტს. მოვიდა და თქვა, მოდით ეხლა უფასოდ მომეცითო. ამის შემდეგ გაბრაზდა, გაიქცა ივანიშვილთან, რომელმაც რაღაცა კაპიკები მისცა და ამ კაპიკებით იშოვა ბევრი ფული. სულ ეს იყო ჩვენთან ურთიერთობის გადაკვეთა. მე მასთან პრობლემა არ მქონია, ყოველთვის იყო მლიქვნელი, თავს მიხრიდა, ხან ფეხბურთს მეთამაშებოდა, ხან თავის ლამბორგინზე მაკატავებდა, ერთი-ორჯერ ბათუმში გამაკატავა. ასე რომ, მასთან ნამდვილად არანაირი დაძაბულობა არ მქონია. ჩემზე მაშინაც არ ჰქონია აკრეფილი, აკრიფა ეკონომიკის სამინისტროზე და მაშინდელ პრემიერ-მინისტრზე. მეც ძალიან გამიკვირდა, რომ გადაბარგდა ივანიშვილთან. რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ ითხოვდა არსენალის მთის გადაცემას, ეგ არის და ეგ“.-განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კალაძემ ბათუმში ლამბორგინის საჭესთანაც დასვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: