პოლიტიკა

მე ვფიქრობ, რომ გახარია ივანიშვილის თამაშში არ არის, პირდაპირ რომ გითხრათ

Nusagi

გახარია სანამ იყო ივანიშვილთან, ყველაფერს მისი დავალებით აკეთებდა, მაგალითად, მან უარი მითხრა, როდესაც მე მეგობრებთან ერთად დავამობილიზე მილიონზე მეტი, ვქირაობდით თვითმფრინავებს, რომ ჩამოგვეყვანა საქართველოს მოქალაქეები ,-ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვ-პირველის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გახარიამ ივანიშვილის დავალებით თქვა უარი ამ შეთავაზებაზე.

„20 ივნისს გახარია მონაწილეობდა და ეს ასე იყო. ეკონომიკა გახარიას დროს ჩამოიშალა ისეთივე ტემპით, როგორც სხვა პრემიერების დროს და რა თქმა უნდა, ეს ამაზე პასუხს აგებს. ამავე დროს, თუ შევადარებთ ღარიბაშვილს, გახარია უფრო ცივილიზებულად გამოიყურება და უფრო ჰგავს ადამიანს. სუფთა ადამიანურ დონეზე მე ეს შთაბეჭდილება მრჩება. მეორე ამბავი-საიდან აქვს გახარიას ფული? საქართველოში ფულის ორი წყარო არსებობს- ივანიშვილი და რუსეთი. მე ვფიქრობ, რომ გახარია ივანიშვილის თამაშში არ არის, პირდაპირ რომ გითხრათ. ვხედავ, რომ ის რუსეთზე არაფერს ამბობს, თავისტავად, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ამაში ვხედავ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სუფთა ადამიანურ დონეზე უფრო ცივილიზებულად მეჩვენება, ვიდრე ეს პითეკანთროპები“,-განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: