მედიცინა

საქართველო „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის  ინფორმაციით, საქართველო შაბათს „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ორშაბათიდან განახლდება.

„იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“, სასიხარულო ამბავი გვაქვს – მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ, რაც მოგცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ფართო ასორტიმენტით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: