სამართალი

თვითმხილველი: თავდამსხმელს ხელყუმბარა ეჭირა და ყვიროდა

Nusagi

ყვარელში, სადაცა ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელია შეჭრილი, შს სამინისტროს ყველა დანაყოფია მობილიზებული. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ფილიალში დაახლოებით 15-მდე ადამიანი იმყოფება. მათ შორის არის ფილიალის მენეჯერი. ადგილზე მივიდა კახეთის გუბერნატორი, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. 

შეიარაღებული პირი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამართალდამცველებთან კონტაქტს დაამყარებს.

თვითმხილველი, რომელიც ფილიალში დამლაგებელად მუშაობს, ყვება, რომ თავდამსხმელი ხელყუმბარით არის შეიარაღებული. 

„3 საათზე მივედი დასალაგებლად, როგორც კი კარები შევაღე, გამოვარდა ტიპი, რაღაცნაირად იყო ჩაცმული, ლიმონკა ეჭირა ხელში და თითი ჰქონდა გაყოფილი. დაიყვირა, გადით ახლა გარეთო. დარბაზში ყვიროდა. მაშინვე გამოვვარდი ვიღაც ქალთან ერთად, იქ დარჩნენ გოგოები და ბიჭები“,-ამბობს დამლაგებელი. 

მძარცველი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის სამ საათზე შევიდა. 

შსს-ს წარმომადგენლებს ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,425 ნახვა
%d bloggers like this: