მედიცინა

ივანე ჩხაიძე: „მიუ“ არის კორონავირუსის ყველაზე მსუბუქი მუტაცია

Nusagi

ინფექციონისტები ქვეყანაში „მიუ“ შტამის აღმოჩენის თეორიულ ალბათობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა „საინტერესო შტამად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, ის ნაკლებად სახიფათოა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.

„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალი (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: