უცხოური მედია

იტალიაში დააკავეს ანტივაქსერები, რომლებიც კოვიდპასპორტების საწინააღმდეგო აქციაზე იარაღის მიტანას გეგმავდნენ

Nusagi

იტალიაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კოვიდპასპორტის საწინააღმდეგო შეიარაღებული აქციის ორგანიზატორების სახლებში. ამის შესახებ Venezia Today იუწყება.

ჩხრეკა ჩატარდა ანტივაქსერული მოძრაობის წევრების ოჯახებში ვენეციაში, მილანში, ბერგამოში, რომში, პადუაში და რეჯო-ემილიში. მილანში დაკავებულია 8 ადამიანი. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეჭვმიტანილებს შორის არიან ვენეციური სეპარატიზმის მომხრეებიც.

Telegram-ის ჩათში სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეები განიხილავდნენ ანტივაქსერულ მიტინგებზე შეიარაღებულ შეტაკებებს. აქცია 11-12 სექტებერს უნდა ჩატარებულიყო რომში. გამოძიების ინფორმაციით, ანტივაქსერები ერთმანეთს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ესაუბრებოდნენ და მიტინგზე დანებით მისვლის რეკომენდაციას აძლევდნენ. 

გამოძიებას კოორდინაციას უწევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მილანის რაიონული განყოფილება. 

ცნობისთვის, იტალიაში შემოიღეს ე.წ. Green Pass- სერტიფიკატები, რომელიც ადასტურებს, რომ მფლობელი აცრილია, გადატანილი აქვს კორონავირუსი და აქვს უარყოფითი pcr ტესტის პასუხი. 

სერტიფიკატის გარეშე იტალიელები ვერ შევლენ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კინოთეატრებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში. Green Pass ასევე საჭიროა თვითმფრინავში, მატარებელში, ბორანზე, ავტობუსში. სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ სერტიფიკატი, უნივერსიტეტში არ დაიშვებიან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: