პოლიტიკა

კახა კალაძე დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა

Nusagi

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრები დიღმის მასივში მდებარე, ახლადმოწყობილ და რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში გაიმართა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. 

„გვახსოვს წლები, როცა სპორტული მოედნების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობები მიმდინარეობდა. 2017 წელს,  პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით და ვაგრძელებთ ამ მიდგომას. არცერთი სკვერი, არცერთი სპორტული მოედანი არ განადგურება ჩემი მერობის პერიოდში. პირიქით, ვცდილობთ, დავიბრუნოთ გასხვისებული სივრცეები და სხვადასხვა პროექტები განვახორციელოთ რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების სახით. თითოეულ უბანში და რაიონში შევალთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ. ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ ვემსახურებით ხალხს. მზად ვართ ამ მსახურებისთვის, შრომისთვის და 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობას დღეს წარუდგენს ქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით თავის ხედვას და გეგმებს.

„საღამოს რვა საათზე მაქვს პრეზენტაცია და თბილისელებს მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდება ამ მიმართულებით, რა პროგრამები შემოგვაქვს, რა სიახლეები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა პანდემიისგან თავდაცვისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოქალაქეებს ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდა.

მოსახლეობას უბნის საჭიროებებზე ესაუბრა დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი.

„ვიცი დიღმის მასივის მოსახლეობის განწყობა და ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რაც მომავალი წარმატების საწინდარია. დიღმის მასივი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანია და ვიმუშავებ იმისთვის, რომ ეს მიმზიდველობა ამ უბანმა არა მარტო შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს“, – აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტის წევრები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: