პოლიტიკა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არიან კავშირში

Nusagi

8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. გამოვლენილია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლთაგანაცა 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდით მეწარმეთა რეესტრში მონაცემების გადამოწმებისას, დადგინდა, რომ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“, როგორც იურიდიული პირი, 2020 წლის 1-ელ აგვისტოს არ დაარსებულა. იგი დააფუძნეს 2009 წლის 24 დეკემბერს და მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“. საფირმო სახელწოდება შეეცვალა 2020 წლის 24 ივლისს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე.

ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაცია ლაშა ფარულავას ხელმძღვანელობით აქტიურად იყო ჩართული 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოთა და 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ლაშა ფარულავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იყო. ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი ასევე მონიტორინგს ახორციელებდა 2016 წლის 28 იანვრის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე. ხსენებულ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის შეფასებაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED უთითებს პროცედურულ დარღვევებზე. კერძოდ, „#31-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, სააგენტო „ALLMEDIA“, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“, „ანტიკოროფციული მედია ცენტრი“, „თავისუფალი ზონა“, ითავსებენ კომისიის წევების ფუნქციებს, კერძოდ მიუთითებენ ამომრჩევლებს რომელ კაბინაში შევიდნენ და ა.შ.“

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის „დაფუძნების“ შემდეგ, ხსენებულმა ორგანიზაციამ აქტიურად, სექტემბრიდან კი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, დაიწყო ცესკო-ს კრიტიკა და დისკრედიტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 29 სექტემბერს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემაც გააკეთა მედიასთან განცხადება. აღნიშნულს აგრეთვე გამოეხმაურა სადამკვირვებლო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების I ტურის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აქტიურად ჩაერთო არჩევნების გაყალბებულად წარმოჩენის პროპაგანდაში და საპროტესტო აქციებში. თენგიზ თევზაძე, თავის თანაგუნდელებთან ერთად, გააქტიურდა მმართველი გუნდის კრიტიკითა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციით.

ვასო ურუშაძეს ახლო ურთიერთობა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ნიკა მელიასთან და დავით საყვარელიძესთან. 2013 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის” ვიცე-პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვასილ ურუშაძე – 3000 ლარით.

ლაშა ფარულავა გამოირჩევა ხელისუფლების კრიტიკით. 2016 წელს, როგორც ენმ-ის მცხეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გამოეხმაურა მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ და დიმიტრი ხუნდაძე. აღნიშნული დასტურდება თვითონ ლაშა ფარულავას, როგორც ენმ-ს მცხეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიერ მიცემული ინტერვიუდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ არის ჩაწერილი. ვასო ურუშაძესთან ერთად, ის 2014 წელს მონიტორინგს უწევდა ვანო მერაბიშვილის პროცესს, რა დროსაც სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის დაჯარიმდა 300 ლარით. 2015 წელს ლაშა ფარულავამ თავის პირად Facebook გვერდზე გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით დადო ვიდეო შემდეგი სათაურით: „2012 წლის 17 სექტემბერს ციხის კადრებმა ხალხის გონებაში რევოლუციური ცვლილება მოახდინა, ხოლო მისი შედეგი – სახელმწიფოს ნგრევაა. 2015 წლის 17 სექტემბერი – გიგი უგულავა თავისუფალია. იმედია ხალხის გონებაში ევოლუცია მოხდება. საქართველოს სჭირდება წინსვლა… გაგიმარჯოთ!!!“. ლაშა ფარულავას ახლო ურთიერთობა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან, ნიკა მელიასთან და დავით საყვარელიძესთან, რაც დასტურდება მისი პირადი Facebook გვერდით.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის სასახლესთან აქციებში გამოკვეთილად აქტიურობდნენ აღნიშნული ორგანიზაციის დამკვირვებლები გიორგი მუმლაძე და ალიკა კუპრავა. ისინი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან, რაც დასტურდება მათი ვიზიტით უკრაინაში, სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათებითა და მასმედიაში განხორციელებული ჩართვით.

ჯერ კიდე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, გიორგი მუმლაძემ 2020 წლის 4 თებერვალს პირად Facebook გვერდზე დადო სურათი შემდეგი კომენტარით: „ამდენი უღირს სისტემას ბელადის გინება! ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე, არის გამოხატვის თავისუფლების დასამარება! მივალთ სტრასბურგამდე! #ჩვენმოვიგებთომს!“

2020 წლის 18 მარტს კი, დადო აღნიშნული სურათი შემდეგი კომენტარით: „ქვეყნის რეალური მმართველი იმალება სოროში ვირთხასავით! ყველაზე რთულ სიტუაციაში!“.

გიორგი მუმლაძემ 2021 წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა 3000 ლარის ოდენობით. ამასთან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ კბენს ხელზე გიორგი მუმლაძე პოლიციელს.

აკაკი ხუსკივაძე 2006 წლიდან მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაციაში, 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა საბურთალოს საარჩევნო ოლქს, ხოლო ცესკოდან წამოსვლამდე, ბოლო რამოდენიმე თვე მუშაობდა ცესკოს სწავლების ცენტრში.

ცესკოში მუშაობის პერიოდში, გამოირჩეოდა ცესკოს ხელმძღვანელობის კრიტიკით – „ცესკოში ლურჯი მელია გაბატონდა – ესაა თამარ ჟვანია“ (08.02.2016).

მან 2020 წლის 16 ოქტომბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 10 000 ლარი.

აკაკი ხუსკივაძემ, აკაკი კობალაძესთან ერთად, ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ სახელით, 2021 წლის 10 ივნისს მოუწოდა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეექმნათ სამოქალაქო ალტერნატიული ცესკო. აღსანიშნავია, რომ აკაკი კობალაძესაც 2020 წლის 15 ოქტომბერს „ერთიან ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირული აქვს 4000 ლარი.

2021 წლის 3 სექტემბერს „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად წარადგინეს ახალი ინიციატივა — “სამოქალაქო საარჩევნო კომისია”. 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „სირცხვილიას” წარმომადგენდა შოთა დიღმელაშვილი.

ამასთანავე, აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს ბრალი აქვთ წარდგენილი ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ხოლო ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული აქვთ გირაო.

მაკა ბეჟანიშვილი ანტიკორუფციული მედია ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებს 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ხოლო მანამდე ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა პეტრე წურწუმია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2016 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს შეფასებისას აღნიშნავს, რომ „28 იანვრის არჩევნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე“. საყურადღებოა, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალში მოხვდა „ანტიკორუფციული მედია ცენტრიც“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიც არიან: „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“ (ამჟამინდელი სამოქალაქო პლატფორმა 2020), „მომავლის არჩევანი“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ გამოყოფის შემდეგ, აღნიშნული ორგანიზაცია ამ პარტიასთან არის აფილირებული), „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და „თავისუფალი ზონა“.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული მედია ცენტრის დირექტორი, მაკა ბეჟანიშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „განათლების პროფესიული კავშირის“ გამგეობის წევრიც არის, რომელსაც ხელმძღვანელობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, აქტივისტი და თანხის შემწირველი აკაკი ხუსკივაძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით იკვეთება „ანტიკორუფციული მედია ცენტრის“ დამფუძნებლისა და ყოფილი დირექტორის, პეტრე წურწუმიას კავშირიც ორგანიზაცია „განათლების პროფესიული კავშირთან“. კერძოდ, ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ვხვდებით, რომ წურწუმიამ თანხმობა განაცხადა რეესტრში, რათა ორგანიზაცია დარეგისტრირებულიყო მის მისამართზე.

20.10.2015-დან – 07.09.2020-მდე „სოციალური გარემოს“ დირექტორი იყო ლილე ლიპარტელიანი. ლილე არის თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2018-2019 წლებში ნაციონალურ მოძრაობის პარტიას შესწირა 25 000 ლარი, ხოლო 2020 წელს – 60 000 ლარი.

ლაშა ადამია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აქტიური წევრია.

ორგანიზაციის დირექტორია ნინო ჯინჭარაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრია. იგი 2016 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე აღნიშნული პარტიის კანდიდატი იყო.

ხათუნა ბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია. იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქტიურად იყო ჩართული ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ხათუნა ბერიძე პოლიციამ დააკავა უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე ასვლისას.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 23 იანვარს „ალტერნატივას“ წევრმა, ირაკლი ფანგანმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აღნიშნული ფაქტი მისაღები აღმოჩნდა ხათუნა ბერიძისთვისაც.

ირაკლი კიკიანი არის „თავისუფალი ზონის“ ვაკის რაიონული ზონის ხელმძღვანელი. პირად Facebook-გვერდზე აპიარებს „ნაციონალურ მოძრაობის“ პარტიას.

იგი მონაწილეობდა პარლამენტის წინ საპროტესტო კარვების გაშლაში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად.

დავით დონერიანს პირად Facebook-გვერდზე, დასაქმების ადგილად მითითებული აქვს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში მისი მიერ განთავსებული პოსტებიდან და სურათებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ენმ-ის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. 2020 წლის დეკემბერში ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მხარი დაუჭირა ნიკა მელიას.

ნინო კვარაცხელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის, საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. პირადი Facebook-გვერდით ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა.

მანანა ანდღულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აქტიური მხარდამჭერია.

ორგანიზაციას შემადგენლობაში არიან ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მარიამი სოციალური ქსელით გამოხატავს პარტიულობას და არ მალავს სიმპათიას გიგა ბოკერიას მიმართ.

ელენე ოზაშვილი 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამავე პარტიის პროპორციულ სიაშია.

ზვიად ბოლოკაძე არის „ევროპული საქართველოს“ წევრი და 2017-2020 წლებში 4-ჯერ აქვს შეწირული თანხა აღნიშნული პარტიისთვის, ჯამში 5 501 ლარი.

ლაშა დიღმელაშვილი არის ორგანიზაცია „ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ დამფუძნებელი, ეს ორგანიზაცია არის „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: