Uncategorized

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

Nusagi

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.

„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, – განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.

თავდამსხმელი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,436 ნახვა
%d bloggers like this: