სამართალი

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ჯერ „ნაცმოძრაობის“, შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო

Nusagi

დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, არის ისეთი კამპანიის წარმართვის მცდელობა, თითქოს მკვლელობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ სახე იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მიქანაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ბრალდებული.

„არასწორი განცხადებაა, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კეთდება აქცენტები, დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, მე მგონი ამის შესახებ ხართ ინფორმირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც ძალიან მაღალპროფესიონალიზმით გამოირჩევა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი აქტივისტია ეს ადამიანი, კონკრეტული ადამიანი რომ სჩადის დანაშაულს, ამ ადამიანის მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვყავს ათი ათასობით მხარდამჭერი, ჩვენთვის რთულია განვსაზღვროთ, ვის რა ფიქრი აქვს და ვის რა ზრახვა აქვს, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ კონკრეტული ადამიანის მიერ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ამ წუთას იკვეთება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აქტივისტობის კუთხით იყო რაღაც კონტექსტში დაკავშირებული და ამ კუთხით არის მცდელობა აიწიოს კამპანია, თითოქოს „ქართული ოცნების“ სახე იყო ეს ადამიანი. ეს ადამიანი იყო აქტივისტი, რომლის ფიქრები და ზრახვები ჩვენთვის არ იყო ცნობილი და ეს ვერც გვეცოდინებოდა. გამოძიებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტიის აქტივისტი იყო ეს ადამიანი,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,425 ნახვა
%d bloggers like this: