პოლიტიკა

ცაგერის მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე სურმუშის, თაბორის, ლაილაშის და ღუს მოსახლეობას შეხვდა

Nusagi

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე სოფლების –
სურმუშის, თაბორის, ლაილაშის და ღუს მოსახლეობას პარტია“ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველო“-ს ადგილობრივ აქტივთან ერთად შეხვდა.


ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა და
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საირმის, ალპანის, ზოგიშის, ლაილაშისა და
სურმუშის თემში-ნატო ბურჯალიანი წარუდგინა.
არაერთი საქმიანი და საინტერესო წინადადება და შეთავაზება მოისმინა მათგან.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაილაში და მის თემში შემავალი ყველა სოფელი
გამორჩეულია თავისი უნიკალური ისტორიითა და დღევანდელობით. მიუხედავად
იმისა, რომ აქ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მოსახლეობის
საჭიროებები ბოლომდე მაინც არ არის მოგვარებული, ამიტომ არაერთი საკითხი კვლავ
გამოწვევად რჩება.
გიორგი ნემსაძე მოსახლობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი
პრიორიტეტებისა და საჭიროებების მიხედვით დაგეგმავს შემდგომ საქმიანობას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: