Uncategorized

ცესკო-ში რეგისტრირებული 62 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან15 “ნაცმოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან” არის აფილირებული

Nusagi

ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საიდანაც 15 არის ოპოზიციასთან აფილირებული. 15 ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია “ნაციონალურ მოძრაობასთანაა” დაკავშირებული”, 3 კი “ევროპულ საქართველოსთან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძემ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნების ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

“ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდაც „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები.

შგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს წარვუდგინეთ ინფორმაცია და ვამხილეთ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (ძირითადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“). ცესკოს მიერ, მაშინ რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 საჯარო წყაროებით იყო მხილებული, როგორც აფილირებული აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან.

წელსაც ჩვენ განვახორციელეთ ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესწავლა, რის შედეგადაც 8 სექტემბერს რეგისტრირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ დღეს ანგარიშს. აქვე ავღნიშნავთ, რომ ყველა მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულება წარმოადგენს საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან ჟურნალისტებს 8 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამონათვალიც გააცნო, რომლებიც ოპოზიციური პარტიებთან არიან დაკავშირებულები“, – განაცხადა მიქანაძემ.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირდებიან, არიან: „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“; „განათლების პროფესიული კავსირი“; „ანტიკორუფციული მედიაცენტრი“; „სოციალური გარემო“; „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“; „აჭარის განვითარების ცენტრი“, „ალტერნატივა ნჯო“; „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“; „ახალგაზრდა თაობა“; დევნილთა და სოციალურ დაუცველთა ორგანიზაცია „თანადგომა“; „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“; მოძრაობა „საქართველოს მომავლისთვის“; ხოლო „ევროპულ საქართველოსთან“ კი – „დემოკრატიული საზოგადოება“; მოძრაობა „საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“; „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“.

მიქანაძის თქმით, 15 ორგანიზაციიდან 14-ს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა, მათი დამკვირვებლების ჯამური ოდენობა კი 10 ათასამდეა, რაც 2020-ის არჩევნების საერთო დამკვირვებელთა რაოდენობის 21 %-ს წარმოადგენს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: