პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის რეკლამა პორნოსაიტზე განათავსა

Nusagi

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მხარდამჭერებს პორნოსაიტზე ეძებს. მისი თქმით, პორნოსაიტზე რეკლამის განთავსების მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიდეს ინფორმაცია მისი პარტიის ნომრის შესახებ, რადგან გირჩი ორ ნაწილად არის გაყოფილი. 

„ჩვენთვის მარკეტინგულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვენი მხარდამჭერები, ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, რომ ჩვენ, კონკრეტულად „გირჩი მეტი თავისუფლება“ ვართ 45 ნომერი. მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ სხვისი ხმები არ გვინდა. ამისთვის, ყველაზე ხარჯეფექტური სტრატეგიაა ის, რაც გავაკეთეთ. გასაგებია, რომ პორნოსაიტია და არ მესმის, რატომ არის ეს პრობლემა, მაგრამ მაშინ, როდესაც სხვა პარტიები მილიონებს ხარჯავენ ქუჩაში ბანერების გამოკვრით, ამ პორნოგვერდზე, გუშინ, ღამის პირველ საათზე დადებული ბანერი დილით ნანახი ჰქონდა 30 ათასზე მეტ ადამიანს. და ეს სულ 3 დოლარი დაჯდა. ასეთი რეკლამა, რომ სწრაფად და ეფექტურად ამდენ ადამიანთან მიიტანო ინფორმაცია, მე არ ვიცი. ვიღაცეებს შეიძლება, ერიდებათ ეგეთი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, ასეთი იაფი და ზეეფექტური კამპანია ვაწარმოოთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ ტვ-პირველის ეთერში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,425 ნახვა
%d bloggers like this: