პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შსს ძალიან ეფექტიანად მუშაობს, ამას გომელაურმა მიგვაჩვია

Nusagi

ბოლო დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს, ამას ჩვენმა გომელაურმა მიგვაჩვია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც დღეს ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუას საქმემ დღევანდელ დანაშაულზე გარკვეული ეფექტი იქონია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ასევე დაკავებულია დამნაშავე, რომელმაც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ეს არის მთავარი.

ჩვენ მიჩვეული ვართ, ბოლო დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ეფექტიან მუშაობს, მათ შორის, ოპერაციებიც ძალიან ეფექტიანად წარიმართება. ამას ჩვენმა გომელაურმა მიგვაჩვია და ესეც ამის მორიგი მაგალითი იყო. რაც შარშან მოხდა, შეიძლება იქონია იმ დანაშაულზე ეფექტი, რომელიც დღეს ვიხილეთ, მაგრამ სწორედ ამისათვის იყო მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი ოპერაცია სრულად წარმატებით დასრულდა.

რაც შეეხება ესებუას დაკავებას, ამაზე გრძელდება მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: